პროექტი


                                             სოციალური პროექტის გეგმა
პროექტის ხელმძღვანელი: მარინე ფერაძე
სკოლა: სსიპ ბორჯომის მუნიციპალიტეტის #4 საჯარო სკოლა
პროექტის სათაური:    სუფთა და დანაგვიანებული გარემო
პროექტში მონაწილეების ასაკი, კლასი: II კლასი
პროექტის განხორციელების საჭირო დრო: 1 კვირა

პროექტის აქტუალობა :  გარემოს დაბინძურება ახალი პრობლემა არაა. ადამიანთა საქმიანობა სერიოზულ ზიანს აყენებს გარემოს. გარემოს დაბინძურების ერთ-ერთი ფორმა საყოფაცხოვრებლო ნაგვის დაყრაა. ნიადაგის დაბინძურებას დაუფიქრებლად გადაყრილი ნაგავი იწვევს. ზოგიერთი სახის ნაგავი სწრაფად ლპება, პლასტმასების უმეტესობა კი — არასოდეს. ადამიანებს დანაგვიანება სიზარმაცისა და დაუდევრობის გამო დროთა განმავლობაში ჩვევად ექცათ. ისინი მიეჩვივნენ, ნებისმიერ ადგილზე დაუფიქრებლად დაყარონ ნარჩენი. დაბინძურებული გარემო ძალიან უსიამოვნოდ გამოიყურება და აუფასურებს მიმდებარე ტერიტორიის როგორც ესთეტიკურ, ისე რეალურ ღირებულებას. დანაგვიანების შედეგად წარმოქმნილი პრობლემების გადაჭრის საუკეთესო, იდეალური გზა საზოგადოების თითოეული წევრის მიერ საკუთარი წილი პასუხისმგებლობის გააზრება, საკუთარ თავზე აღება და ნარჩენების სწორად განთავსება იქნებოდა. სწორედ აღნიშნული პროექტი ემსახურება მოსწავლეების ცნობიერების ამაღლებას და გარემოს მიმართ პასუხისმგებლობის გაზრდას. პროექტის განმავლობაში მოსწავლეები ისწავლიან რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს ბუნების დანაგვიანებას და როგორ უნდა მოიქცეს, რომ თავისი სოფელი და ქალაქი არ დაანაგვიანონ. მოუწუდებენ თემსაც დაიცვან გარემო დანაგვიანებისგან.
პროექტის მიზნები:
·         მოსწავლეებმა გააცნობიერონ სუფთა გარემოს დანაგვიანების მიზეზები;
·         შეიმუშავონ  რეკომენდაციები სამომავლო ცვლილებების შესახებ;
·         დაადგინონ ამჟამინდელი მდგომარეობა და წარმოადგინონ რეკომენდაციები გარემოს დანაგვიანების შემცირების მიზნით.

საგნობრივი სტანდარტები:
ბუნ.II.9. მოსწავლეს შეუძლია   გარემოსადმი საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა
ინდიკატორები:
·         აკვირდება ლოკალურ გარემოს, საუბრობს ადამიანის საქმიანობით (მაგ., სკოლის და სახლის ეზო - მოვლა/გამწვანება)  გამოწვეულ ცვლილებებზე;
·         გამოთქვამს მოსაზრებას სკოლის გარემოს გაუმჯობესებასთან დაკავშირებით, სახავს მისი განხორციელების გზებს;
·         მონაწილეობს სკოლის გარემოს გაუმჯობესებისთვის დაგეგმილ აქციებში.
ქართ. II. 10.მოსწავლეს შეუძლია  სხვადასხვა სახის მარტივი ინფორმაციული ტექსტების (მოსაწვევი ბარათის, დღის რეჟიმის,  სხვადასხვა ტიპის სიებისა  და სხვ.) შედგენა და გაფორმება კომპოზიციური მახასიათებლების დაცვით.
ინდიკატორები:
·         თავს უყრის და ჩამოწერს კონკრეტულ ინფორმაციას, რომლის შეტანაც უნდა   ტექსტში;

პროექტის ამოცანები:  
1.    ეკოლოგიურ საკითხებთან დაკავშირებით ლიტერატურის გაცნობა;
2.     თემში არსებული მდგომარეობის ადგილზე შესწავლა; 
3.    ცოდნის, პასუხისმგებლობის გრძნობის , სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება მოსწავლეებსა და თემში;
4.    მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება

მოსალოდნელი შედეგები:
მოსწავლეები შეძლებენ უკეთესად გააცნობიერონ როგორ უწყობს ხელს ადამიანი დანაგვიანებული გარემოს არსებობას და გავრცელებას, შესაბამისი საკითხების გათვალისწინებით შეიმუშავონ რეკომენდაციები ეკოლოგიური პრობლემების  შემცირების შესახებ, გააცნობიერებენ სუფთა გარემოს  აუცილებლობას ცოცხალი ორგანიზმებისათვის. შექმნიან პლაკატ/მოწოდებას გარემოს დანაგვიანების წინააღმდეგ. დახატავენ პირობით ნიშნებს დასვენების ადგილებსა და პარკებში დასამაგრებლად. გამოუმუშავდებათ ინდივიდუალური, ჯგუფური და ერთობლივი მუშაობის უნარ-ჩვევები.


პროექტის განხორციელების წინა პირობები: მოსწავლეს გამომუშავებული აქვს  ტექსტთან დამოუკიდებელი მუშაობის უნარ- ჩვევა, კითხვა,  ჯგუფური მუშაობა. გვყავს მხატვარი მოსწავლეები, რომელთა დახმარებით დავამზადებთ პოსტერს გარემოს დაცვასთან დაკავშირებით და თვალსაჩინო დაფაზე განვათავსებთ.

პროექტის ფარგლებში განსახორციელებელი აქტივობები:

I დღე: მოსწავლეებთან ერთად ვარჩევ თემას გონებრივი იერიშის საფუძველზე;
II დღე: კლასს ვყოფ ჯგუფებად, ვანაწილებ ფუნქციებს და  ვაძლევ დავალებებს: პირველ ჯგუფს ვაძლევ დავალებას შეაგროვონ ინფორმაცია, რა ანაგვიანებს გარემოს. მეორე ჯგუფს ვაძლევ დავალებას მოიძიონ და ჩამოაყალიბონ რა შედეგები მოჰყვება ბუნების დანაგვიანებას.
III დღე: მოძიებული მასალების მონიტორინგი ეფექტური უკუკავშირი;
IVდღე: ფლეიერების დამზადება და მოსახლეობაში გავრცელება;
V დღე: სკოლის ეზოსა და მიმდებარე ტერიტორიის დასუფთავება მოსწავლეებისა და მშობლების მონაწილეობით;
VIდღე:  განხორციელებული სამუშაოს პრეზენტაცია და  განხილვა;
VI დღე: მოსწავლეებთან ერთად პროექტის შემაჯამებელი შეფასება.

პროექტის განხორციელების რისკები და შესაძლო ხარვეზები და მათი თავიდან აცილების გზები:  სოციალური პროექტი სასწავლო პროექტთან შედარებით, რთული დასაგეგმი და განსახორციელებელია, რადგან სცილდება საკლასო ოთახს და აქტივობები ტარდება სკოლის გარეთაც. იმისათვის, რომ თავიდანავიცილოთ პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებული რისკები დახმარებას ვთხოვ მშობლებს. სკოლის მიმდებარე ტერიტორიის დასუფთავების დროს მოსწავლემ შეიძლება მიიღოს დაზიანება, წინასწარ ვუზრუნველყოფ პირველადი დახმარების ნივთებს.

პროექტის მონიტორინგისა და შეფასების სტრატეგია:
პროექტის მსვლელობისას იქნება შუალედური შეხვედრები, ვაწარმოებ დღიურს ჩანაწერებისთვის, სადაც დაფიქსირდება შენიშვნები და რეკომენდაციები. მთელი პროექტის განმავლობაში მოხდება სადისკუსიო და შემაჯამებელი კითხვების დასმა. ეფექტური უკუკავშირის ფორმა შესაძლებლობას აძლევს მოსწავლეებს გაითავისონ სამუშაოს ხარისხი და გააკეთონ საბოლოო შედეგის შესწორება.
 განმავითარებელი შეფასების  რუბრიკა
კრიტერიუმები
დაბალი
საშუალო
მაღალი
ინფორმაციის მოძიება
მოძიებული მასალა არ შეესაბამება საკითხს
მოძიებული მასალა შეესაბამება საკითხს და ინფორმაცია ნაკლებად არის ორგანიზებული
მოძიებული მასალა შეესაბამება საკითხს, მოპოვებული ინფორმაცია ორგანიზებულია
თანამშრომლობა
ვერ შედის კონტაქტში ჯგუფის წევრებთან, არის პასიური
ნაწილობრივ კონტაქტობს ჯგუფის წევრებთან, ნაკლებად ერთვება საერთო გადაწყვეტილების მიღებაში
შესანიშნავად უგებს ჯგუფის წევრებს,
მაქსიმალურად თანამშრომლობს
მათთან და ყოველთვის ღებულობს მონაწილეობას საერთო გადაწყვეტილების მიღებაში




სოციალური პროექტის რეფლექსია

2018-2019 სასწავლო წლის II სემესტრში დავგეგმე სოციალური პროექტის „დანაგვიანებული და სუფთა გარემო“ განხორციელება, რომლის მიზანი იყო: მოსწავლეებმა გააცნობიერონ სუფთა გარემოს დანაგვიანების მიზეზები, შეიმუშავონ  რეკომენდაციები სამომავლო ცვლილებების შესახებ, დაადგინონ ამჟამინდელი მდგომარეობა და წარმოადგინონ რეკომენდაციები გარემოს დანაგვიანების შემცირების მიზნით. პროექტი განხორციელდა მეორე კლასში და გრძელდებოდა ერთი კვირის განმავლობაში.
ვფიქრობ , ამ პროექტის ყველა მიზანი სრულიად განხოციელდა, მახარებს მოსწავლეების დამოკიდებულება პროექტის მიმართ, დიდი დაინტერესება და კმაყოფილება გამოხატეს შეთავაზებულ აქტივობების მიმართ, მუშაობის  პროცესი გახდა მოსწავლეებისათვის საინტერესო და სახალისო. პროექტი განხორციელდა დასახული გეგმის და  მიზნის შესაბამისად.
პროექტის ფარგლებში გეგმით გათვალისწინებული აქტივობები შევასრულეთ.  ერთად განვსაზღვრეთ როდის დაგვეწყო მუშაობა,რა აქტივობები და ამოცანები იყო განსახორციელებელი მიზნის მისაღწევად, რამდენი ხანი დასჭირდებოდა თითოეული აქტივობის შესრულებას, სად შეიძლებოდა ინფორმაციის მოძიება. მოსწავლეებმა კარგად შეაფასეს საკუთარი შესაძლებლობები , გადაინაწილეს დავალებები და შეუდგნენ პროექტის გეგმის განხორციელებას. დაიყვნენ ჯგუფებად, გაინაწილეს ფუნქციები და შეასრულეს შემდეგი დავალებები: შეაგროვეს ინფორმაცია, თუ რა ანაგვიანებს გარემოს და რა შედეგი მოყვება დანაგვიანებულ გარემოს.  დიდი მონდომებით და ხალისით მუშაობდნენ ჯგუფები, მათ იგრძნეს პასუხისმგებლობა და მთელი მონდომებით ასრულებდნენ მათზე დაკისრებულ მოვალეობებს.   ბავშვებმა შეძლეს  თემის აქტუალობის გააზრება,  გააკეთეს აღმოჩენები, ითანამშრომლეს და დაეხმარნენ ერთმანეთს.   შექმნეს  საინფორმაციო ფლაერები და გაავრცელეს თემში. მშობლებთან ერთად დაასუფთავეს სკოლისა და მიმდებარე ტერიტორია.
ყველაზე ეფექტური და წარმატებული აქტივობა იყო, როცა მოსწავლეებმა დაამზადეს ფლაიერები და გაავრცელეს თემში, თავად იცავდნენ ქცევის წესებს და სხვასაც მოუწოდებდნენ გაფრთხილებოდნენ გარემოს.

               პროექტის განხორციელებისას მოსწავლეებმა  გაიუმჯობესეს  არგუმენტირებული მსჯელობის, კრიტიკული აზროვნების,  თანამშრომლობის უნარები, აუმაღლდათ ცნობიერება. რაც მთავარია, მსგავსი პროექტები ხელს უწყობს სამოქალაქო აზროვნების განვითარებას, პასუხისმგებლობისა და თვითშეგნების ზრდას ახალგაზრდებში.

                                    მომავალში მსგავ პროექტზე მუშაობისას შევეცდები უფრო დიდი მაშტაბით განვახორციელო და ჩავრთო სხვა კლასის მოსწავლეებიც.












No comments:

Post a Comment