სოციალური პროექტის გეგმა
სოციალური
პროექტი - „მშობელთა ჩართულობა სკოლის ცხოვრებაში“
პროექტის
ხელმძღვანელი -მარინე ფერაძე
მონაწილეები - მშობლები, პედაგოგი
კლასი-მე-3
პერიოდი - 01. 11 . 2019 – 15.11. 2019
თემის
აქტუალობა
მშობლებთან ურთიერთობა, სკოლის ცხოვრებაში მათი ჩართულობის უზრუნველყოფა, მათთან დიალოგი და კონსენსუსი განათლების სფეროს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია . პრობლემა კი იმაში მდგომარეობს, რომ ჯერ კიდევ არ არის მშობლების
მხრიდან კეთილგანწყობილი დამოკიდებულება სკოლის მიმართ, რაც აძნელებს ორმხრივ
კომუნიკაციას სკოლასა და ოჯახს შორის.
მშობლების მონაწილეობა სკოლაში მიმდინარე პროცესებში ამარტივებს ურთიერთობებს და აყალიბებს თანამშრომლობით დამოკიდებულებას, აძლიერებს კავშირებს სახლსა და სკოლას შორის, მშობელსა და მასწავლებელს შორის, მშობელსა და სკოლას შორის, სკოლას და
ადგილობრივ თემს შორის. ამიტომ დაიგეგმა სკოლაში სოციალური
პროექტი „ მშობელთა ჩართულობა უკეთესი განათლებისათვის“. მოსწავლეების,
მასწავლებლისა და მშობლების მონაწილეობით.
პროექტის მიზანი:
სკოლისა და მშობლების მჭიდრო პარტნიორობით მოსწავლეთა აკადემიური
მიღწევების გაუმჯობესება.
პროექტის
ამოცანები:
1. პირველ ეტაპზე ჩატარდეს საინფორმაციო
შეხვედრები მშობლებთან 2019-2020 სასწავლო წლის სასკოლო გეგმის გასაცნობად;
2. კლასში დაზუსტდეს მოხალისე მშობელთა
სიები, მათი შესაძლებლობების გათვალისწინებით, შემუშავდეს მოხალისეობის დანერგვის
პროგრამა;
3. განხორციელდეს მოხალისე მშობელთა
მიერ დაგეგმილი ერთობლივი ღონისძიებები;
4. მოეწყობა პროექტის ფარგლებში
განხორციელებული აქტივობების პრეზენტაცია.
განხორციელების
გზები
1. პროექტის იდეისა, მიზნისა და
ამოცანების დამუშავება;
2. სამუშაო შეხვედრები მასწავლებელთა და
მშობლებთან პროექტის არეალის გაფართოების მიზნით;
3. პროექტის ეტაპებზე პასუხისმგებელი
პირების შერჩევა;
4. აქტივობათა პრაქტიკული
განხორციელება;
5. საბოლოო შეხვედრა- მრგვალი
მაგიდა-პრეზენტაცია, რომელსაც დაესწრებიან პროექტში მონაწილე მშობლები,
მასწავლებელი;
6. პროექტის შედეგებზე
დაყრდნობით მშობლებისათვის რეკომენდაციების შემუშავება.
მოსალოდნელი
შედეგები:
ü გაუმჯობესდება სკოლასა და მშობლებს
შორის ორმხრივი კომუნიკაცია, მშობელთა ჩართულობა სარგებლობას მოუტანს ორივე
მხარეს. გაუმჯობესდება მოსწავლეთა მიღწევები, დასწრების მაჩვენებლები. მშობლები
მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდებიან შვილების სწავლა-აღზრდის საქმეს, უფრო
ობიექტურად შეაფასებენ მათ შედეგებს, ამომწურავ ინფორმაციას მიიღებენ შვილების
აკადემიური შესაძლებლობების შესახებ.
ü გაიზრდება საზოგადოების მხარდაჭერა
სკოლისადმი, გაუმჯობესდება განათლების ხარისხი, სკოლა-ოჯახი-საზოგადოება
გაერთიანდება სკოლის მიერ დასახული მიზნის გარშემო.
ü მოსწავლეები დაინახავენ, რომ მათი
მშობლები აქტიურად არიან ჩართულნი სკოლის ცხოვრებაში, იგრძნობენ პასუხისმგებლობას
საკუთარი სწავლის პროცესზე. მშობლების ჩართულობით უფრო ხარისხიანი გახდება სკოლისა
და სოციუმის თანამშრომლობა.
მოსალოდნელი
გრძელვადიანი შედეგები:
პროექტი
ხელს შეიწყობს მოსწავლეთა პასუხისმგებლობის ამაღლებას, მათი შესაძლებლობების
მაქსიმალურად გამოვლენას.
საჭირო
რესურსი: თაბახის ფურცლები, მუყაო,
მარკერები, წებო, კომპიუტერი, ეკრანი, ფოტოაპარატი, მაგნიტები, ფერადი ფანქრები.
პროექტის
შეფასება:
1. პროექტის ფარგლებში სკოლის გარემოს
შესაცვლელად მშობელთა მიერ განხორციელებული აქტივობებით.
2. პროექტში მონაწილე მშობლების
რაოდენობის მიხედვით.
დაკვირვებით:
მონიტორინგის
ჯგუფის მიერ პროექტის ეფექტურ მიმდინარეობაზე განხორციელებული მონიტორინგის
საფუძველზე.
პროექტის მიმდინარეობის
მონიტორინგი
გარე
მონიტორინგი-ადმინისტრაცია აკვირდება პროექტის მიმდინარეობასა და შედეგებს.
შესაძლო რისკები:
შესაძლოა
მშობელთა მონაწილეობის კუთხით პროექტის წარმატების გაზომვისთვის საჭირო რაოდენობამ
არ გამოთქვას სურვილი პროექტში ჩართვის შესახებ. ამ მიზნით დაიგეგმება დამატებითი
ღონისძიებები, მათი მოტივაციის ასამაღლებლად. მაგალითად, სასკოლო ღია კარის
დღეები, კლასში ქველმოქმედებისა და გარემოს მოვლის აქტიური პროპაგანდის
აქტივობები.
რეფლექსია
გავეცანი
პროექტის „მშობელთა ჩართულობა უკეთესი
განათლებისათვის“
შინაარსს და
გადავწყვიტე მონაწილეობა მიმეღო და რამდენიმე მიმართულებით ჩავრთულიყავი
მასში, რადგან ვთვლი რომ მშობლების მონაწილეობა სკოლაში მიმდინარე პროცესებში ამარტივებს ურთიერთობებს და აყალიბებს თანამშრომლობით დამოკიდებულებას, აძლიერებს კავშირებს სახლსა და სკოლას შორის, მშობელსა და მასწავლებელს შორის, მშობელსა და სკოლას შორის.
მშობლებს გავაცანი პროექტის თემა, მიზანი, ვისაუბრეთ საკითხის
ირგვლივ, მოვისმინე მათი წინადადებები, შემოთავაზებები. გადაწყდა სასკოლო
პროექტის ფარგლებში რამდენიმე მიმართულებით მემუშავა. განვახორციელე შემდეგი
აქტივობები:
· კლასში მინი ბიბლიოთეკის შექმნა;
· კლასის მოსწავლეთა და მშობელთა მიერ
თვითნაკეთი დიდი სამგანზომილებიანი წიგნის შექმნა;
· მშობლის მიერ მოსწავლეებისთვის
ლექციის ჩატარება თემაზე „ჯანსაღი კვება“
· ღია კარის დღეები მშობელთათვის.
შევადგინე პროექტის კალენდარი. შევუდექი
მუშაობას შემუშავებული გეგმის მიხედვით.
დასაწყისში მოვაწყეთ მინი ბიბლიოთეკა.
პერიოდულად ხდებოდა წიგნების ერთმანეთში გაცვლა. ასეთი სიახლე სტიმულის მიმცემი
იყო მოსწავლეებისთვის, ისინი დაჩქარებული ტემპით კითხულობდნენ საბავშვო
წიგნებს.
შემდეგ შევქმენით მშობლების დახმარებით
წიგნები ზღაპრების თემატიკაზე. ბოლოს გავაკეთეთ სამგანზომილებიანი წიგნი
„წითელქუდა“ ყველამ ერთად. ბავშვები ხალისით, ყოველგვარი ძალდატანების
გარეშე, მაღალი პასუხისმგებლობით მუშაობდნენ. მოსწონდათ, რომ მათთან ერთად
დედებსაც ევალებოდათ წიგნის შექმნაში მონაწილეობის მიღება. რამდენიმე
ბავშვმა საკუთარი ინიციატივით დაწერა პატარა ზღაპარი და დაამზადა
წიგნი, რომელიც დიდი სიამაყით გააცნო თავიანთ თანაკლასელებს. ნამუშევრები
გამოვფინეთ საკლასო ოთახში, თვალსაჩინო ადგილზე.
თანამშრომლობის შემდეგ ეტაპზე ჩავატარე ღია კარის დღე, მშობლები
მოვიწვიე გაკვეთილებზე დასასწრებად. გაკვეთილები ჩატარდა ქართულში, მათემატიკასა
და უცხო ენაში. მშობლების მოწვევა ღია გაკვეთილზე ჩემთვის ეფექტური
საშუალებაა იმისთვის, რომ პოზიტიური გავხადო ურთიერთობა
მშობლებთან, მოვიპოვო მათი ნდობა.
შემდეგ
ვიწვევდი მშობლებს თვეში 2-ჯერ კლასის საათზე. ერთ-ერთ შეხვედრაზე ერთ-ერთმა
მშობელმა ბავშვებს წაუკითხა ზღაპრები და ლექსები. მეც ჩავერთე და წავუკითხე საბავშვო ლექსები.
შემდეგ მოვიწვიე ექთანი მშობელი ლელა ბეშკენაძე, რომელმაც
მშობლებს და ბავშვებს წაუკითხა ლექცია თემაზე „ჯანსაღი კვება“ . ლექციამ
დიდი ინტერესი გამოიწვია მშობლებმა აღნიშნეს, რომ ძალიან ბევრი რამ გაიგეს ჯანსაღი
კვების შესახებ და რეკომენდაციებს აუცილებლად გაითვალისწინებდნენ. მოსწავლეებმაც
ასევე განაცხადეს, რომ აღარ დალევდნენ გაზიან სასმელებს და მეტ ხილს
მიირთმევდნენ და ა.შ.
დაგეგმილი აქტივობების
შესრულების შემდეგ დავსახე გეგმა, სასკოლო ცხოვრებაში მშობელთა ჩართულობა
მომავალში მეტი დოზით შევიტანო.
პროექტის ფარგლებში გამოიკვეთა:
1) მშობლებთან აქტიური თანამშრომლობა, ხელს
უწყობს სწავლის შედეგების გაუმჯობესებას, დადებითად აისახება მოსწავლეთა
ყოფა- ქცევაზე, სწავლის მოტივაციაზე, უსაფრთხოსა და მიმზიდველს
ხდის მოსწავლისათვის სასწავლო გარემოს.
2) მშობელთა უმრავლესობა მზად არის ითანამშრომლოს კლასის
ხელმძღვანელთან, თუკი ინიციატივა არის მასწავლებლის მხრიდან, რაც იმას
მიანიშნებს, რომ მშობლის მოხალისეობრივ და სხვა ტიპის სოციალურ აქტივობებში
ჩართვის სტიმულირება სწორედ მასწავლებელმა უნდა მოახდინოს.
3)მოსწავლეებს მოსწონთ, როცა მშობლები აქტიურად არიან ჩართული
მათ სასკოლო ცხოვრებაში და ერთად აღწევენ შედეგს.
4) მშობელთან თანამშრომლობა მნიშვნელოვანი გამოწვევაა მასწავლებლისთვის,
რადგან პედაგოგის მხრიდან ის კარგად განვითარებულ საკომუნიუკაციო უნარებს,
გააზრებულ, გონივრულ ქმედებებს, სწორად დაგეგმილ აქტივობებსა და უდიდეს
ძალისხმევას მოითხოვს.
პროექტის შდეგების საფუძველზე დაიგეგმა:
1. მშობლებთან კომუნიკაციის მეთოდების შემუშავება, რომელიც
მორგებული იქნება თითეულ მშობელზე
2. კლასგარეშე ღონისძიებების გეგმის შემუშავება მშობელთა
მონაწილეობით.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილი ყველა აქტივობა განხორციელდა.
No comments:
Post a Comment