სოცოალური პროექტის გეგმა
პროექტის
ხელმძღვანელი: მარინე ფერაძე
სკოლა: სსიპ ბორჯომის მუნიციპალიტეტის #4 საჯარო სკოლა
პროექტის
სათაური: ქველმოქმედება ყველაზე დიდი მადლია
პროექტში
მონაწილეების ასაკი, კლასი: III კლასი
პროექტის
განხორციელების საჭირო დრო: ერთი თვე
პროექტის აქტუალობა: ქველმოქმედება
და მოყვასისადმი დახმარების სურვილი ადამიანების ცხოველებისაგან
განმასხვავებელი ერთერთი მთავარი ნიშანია.ადამიანი სოციალური არსებაა, მას თვითგადარჩენისა და განვითარებისთვის აუცილებლად სჭირდება სხვა ადამიანები. ბევრი ყოფითი მოვალეობის გარდა ჩვენი,
ადამიანების უშუალო მოვალეობაა დავეხმაროთ და ცხოვრება გავულამაზოთ
მათ. მნიშვნელოვანია დაწყებითი კლასებიდან ზრუნვა თანამშრომლობის, ურთიერთდახმარების უნარების განვითარებაზე. ვინაიდან მიიჩნევა, რომ თანამშრომლობა კაცობრიობის ხსნის ერთადერთი გზაა, თანაც, სკოლებში, სადაც ზრუნავენ აღნიშნული უნარების განვითარებაზე, მოსწავლეები თავს მეტად დაცულად და უსაფრთხოდ გრძნობენ, შესაბამისად მაღალია მათი აკადემიური მოსწრებაც. ზოგი მეცნიერი (Eisenberg,
1992) მიიჩნევს, რომ თუ ბავშვებს განუვითარებთ ემპათიის გრძნობას (სხვა ადამიანის მიმართ ემოციური თანაგრძნობა/თანაგანცდა; დახმარების საჭიროების მქონე ადამიანის ადგილზე თავის დაყენება), ამით შევამცირებთ ბავშვთა მხრიდან აგრესიის გამოვლინებებს.
პროექტის
მიზანი: გაიაზრებენ
საკუთარ პასუხისმგებლობას სხვა ადამიანების მიმართ, გაუჩნდებათ სურვილი იმისა, რომ უანგაროდ დაეხმარონ სხვა ადამიანებს.
შეძლებენ
კომუნიკაციას ერთმანეთთან, ინდივიდებთან და ჯგუფებთან , განუვითარდებათ ესგ-ით
მოცემული გამჭოლი პრიორიტეტული კომპეტენციები .
პროექტის ამოცანები:
• მოსწავლეები მოიძიებენ სიტყვის ,,ქველმოქმედება“ განმარტებას; • იმსჯელებენ ქველმოქმედების მნიშვნელობაზე, მოიყვანენ ქველმოქმედების მაგალითებს; • დასახავენ მასწავლებლის დახმარებით გეგმას, თუ ვის და როგორ დაეხმარებიან; • შექმნიან თემაზე პრეზენტაციას;
•
განუვითარდებათ : ზეპირმეტყველების,შემოქმედებითი, კომუნიკაციის, თანამშრომლობის, სოციალური, ჯგუფური და გუნდური მუშაობის უნარ-ჩვევები;
განუვითარდებათ ემპათიის გრძნობა;
გაუჩნდებათ სხვა ადამიანების დახმარების სურვილი; შეძლებენ
ბუკის ვებ კამერის მარტივად გამოყენებას.
პროექტის აღწერა
დავსვი შეკითხვა რას ნიშნავს ქველმოქმედება? მოსაზრებები დავაფიქსირე... გავაცანი სიტყვის მნიშვნელობა. ვთხოვე გაეხსენებინათ, თუ დახმარებიან სხვა ადამიანებს, როგორ? გადაწყდა დაეხმარონ მზრუნველობა მოკლებულ მოხუცებს. მოვიწვიე მშომელთა კრება და გავაცანი პროექტის აქტუალურობა. მშობლებმა გამოთქვეს სურვილი თვითონაც მიიღონ მონაწილეობა საქველმოქმედო აქციაში. გადაწყდა ეწვიონ მზრუნველობა მოკლებულ მოხუცებს და დაეხმარონ მათ. ამ მიზნით
მოსწავლეები შეაგროვებენ ყველა საჭირო ნივთს და ესტუმრებიან მათ. მოინახულებენ მოხუცებს, გადასცემენ საჩუქრებს, გააკეთებენ პრეზენტაციას თემაზე ,,ქველმოქმედება''. ჩაატარებენ ერთობლივ ღონისძიებას ,,ერთი ლამაზი დღე.'' ბუკის ვებ კამერით გადაიღებენ პროექტის ამსახველ სურათებს და ვიდეოებს. ჩაიწერენ ინტერვიუებს მშობლებისგან. შთაბეჭდილებებს გადაიტანენ ფურცელზე, საკლასო ოთახში გააკეთებენ ნახატების გამოფენას,,ერთმანეთს გავუხაროთ გულები''. თემასთან დაკავშირებით შექმნიან ნახატებს პროგრამა paint-ში.მოხდება სურათების გადარჩევა , დახარისხება. არჩეული სურათებით და ვიდეოფაილებით გავაკეთებთ კოლაჟს ,,ერთი ლამაზი დღე''
მოსალოდნელი შედეგები:
რაც უმთავრესია მოსწავლეები ისწავლიან კეთილი საქმის კეთებას. იქნებიან მისაბაძი პიროვნებები, როგორც თანატოლებისთვის ასევე სხვა ასაკის ადამიანებისთვის. გამოუმუშავდებათ: ზეპირმეტყველების,შემოქმედებითი, კომუნიკაციის, თანამშრომლობის, სოციალური, ჯგუფური და გუნდური მუშაობის უნარ-ჩვევები. ისწავლიან ემპათიას.შექმნიან ნამუშევრებს. სკოლაში გააკეთებენ ნახატების გამოფენას, შექმნიან ნახატებს პროგრამა paint-ში. ეცოდინებათ ბუკის ვებ კამერის მარტივად გამოყენება.განუვითარდებათ ესგ-ით მოცემული კომპეტენციები.
შეფასება: პროექტის ბოლოს მოსწავლეები შეავსებენ თვითშეფასების რუბრიკას , რომელსაც გადავუგზავნი ბუკებში კლასის მართვის პროგრამის საშუალებით.
შევავსებ პროექტის შეფასების ცხრილს.
საჭირო რესურსი: ბუკები, ფორმატის ფურცლები, ფერადი ფანქრები,ფერადი ფურცლები, წებო.
შეფასება: პროექტის ბოლოს მოსწავლეები შეავსებენ თვითშეფასების რუბრიკას , რომელსაც გადავუგზავნი ბუკებში კლასის მართვის პროგრამის საშუალებით.
შევავსებ პროექტის შეფასების ცხრილს.
საჭირო რესურსი: ბუკები, ფორმატის ფურცლები, ფერადი ფანქრები,ფერადი ფურცლები, წებო.
შეგროვილი ნივთები: წამლები, პროდუქტი, სოფლის ნობათი.
გარკვეული თანხა მშობელთა შემოწირულობიდან.
მოსწავლის
თვითშეფასების რუბრიკა
კრიტერიუმები
|
||
თავისუფლად, ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე, გამოვთქვამდი ჩემს აზრს.
|
||
ჯგუფთან ერთად მუშაობა დამეხმარა დავალების შესრულებაში .
|
||
გამოყენებული აქტივობები და რესურსები დამეხმარა თემის გააზრებაში.
|
||
ვიყავი ჯგუფში მუშაობის დროს კომუნიკაბელური.
|
||
აქტიური
მონაწილეობა მივიღე რესურსების შექმნაში
|
||
გამოვიყენე
ბუკი ფოტოების გადასაღებად.
|
პროექტის მიმდინარეობის შეფასების ცხრილი
რას დავაკვირდი
|
შეფასება
|
||
კარგი
|
საშუალო
|
სუსტი
|
|
წარმოდგენილი საკითხის აქტუალურობა
|
|||
რამდენად კონკრეტული, მიღწევადი, ნათელი და გაზომვადია
პროექტის მიზანი და ამოცანები
|
|||
რამდენად რეალურია შედეგის მიღწევა და რამდენად
შეესაბამება მიზანს
|
|||
რამდენად ზუსტად არის განსაზღვრული საჭირო რესურსი
|
|||
თანმიმდევრობა- რამდენად ლოგიკურადაა აგებული
|
რას დავაკვირდი
|
შეფასება
|
||
კარგი
|
საშუალო
|
სუსტი
|
|
მოსწავლეთა ჩართულობის ხარისხი
|
|||
აღნიშნული საკითხის ცოდნა
|
|||
წარმოდგენილი ნამუშევრების ხარისხი
|
|||
შესრულებული სამუშაოს პრეზენტაციის უნარი
|
|||
მშობელთა
გამოხმაურება
|
რეფლექსია
2019-2020 სასწავლო წლის პირველ სემესტრში მესამე კლასში ჩემი ხელმძღვანელობით განხორციელდა სოციალური პროექტი: „ქველმოქმედება ყველაზე დიდი მადლია“.
ეს იდეა გაჩნდა მიმდინარე სასწავლო წლის სექტემბერში , მას
შემდეგ, რაც სურვილი გაგვიჩნდა, რომ მოგვეწყო საქველმოქმედო აქცია, ხელმოკლე და
მარტოხელა მოხუცების დასახმარებლად. მოსწავლეთა სურვილმა,
თვითონაც ჩაბმულიყვნენ ამ აქციის სამზადისში, მოტივაცია მომცა, რომ მომემზადებინა
სოციალური პროექტი, რომლის შემაჯამებელი, საპრეზენტაციო ღონისძიება
გაიმართებოდა პროექტის დასრულების ბოლოს. გავმართეთ მცირე საკლასო დისკუსიები,
მოვიწვიე მშობელთა კრება და შევაჯერეთ ჩვენი აზრი. მოვიმარაგეთ საჭირო
რესურსი,- ფერადი ქაღალდები, მუყაო, მაკრატელი, წებო, ფერადი საღებავები... და
შევუდექით სამზადისს სოციალური პროექტის
განსახორციელებლად. მშობელთა დახმარებით შევაგროვეთ საჭირო ნივთები და
მედიკამენტები, ვეწვიეთ მოხუცებს სახლში და გადავეცით ნივთები. გადავიღეთ ბუკის
ვებკამერით სურათები, რომელთა დახმარებით
მოსწავლეებმა შექმნეს კოლაჟი.
დიდი სიამოვნებით აღვნიშნავ იმასაც, თუ როგორი პასუხისმგებლობით ეკიდებოდნენ
ჩემი მოსწავლეების მშობლები ამ პროექტის წარმატებით მომზადებასაც და დასრულებასაც.
მე გამუდმებით ვგრძნობდი მათ თანადგომას, მათ გულწრფელ სურვილს, რომ ეს დღე როგორც
მოხუცებისათვის, ისე მათი შვილებისთვისაც გამორჩეული, დასამახსოვრებელი ყოფილიყო.
აგრეთვე, ბავშვებისთვის გაწეული დახმარება მოჩვენებითი და საჩვენებელი კი არა,
გულწრფელი და სასარგებლო გამხდარიყო.
შეუძლებელია არ აღვნიშნო ისიც, რომ ჩვენმა აქტივობამ სურვილი სხვებსაც
აღუძრა მოხუცების დახმარებისა.
ჩემს მოსწავლეებთან და მათ მშობლებთან მოვახდინე
გამოკითხვა ჩატარებული საქმიანობის შესახებ. ჩვენ
ერთად განვიხილეთ ჩატარებული სამუშაო: რა იყო კარგი და მოსაწონი, რა არ მოგვეწონა,
რა უნდა გავითვალისწინოთ მომავალში.
პროექტით განსაზღვრული მიზნები სრულად განხორციელდა. რამდენიმე მოსწავლეს
გაუჭირდა მუშაობა, რისთვისაც დამატებითი მუშაობა გახდა საჭირო. აღსანიშნავია,რომ
პროექტმა კიდევ უფრო დააკავშირა კლასი და განავითარა თანამშრომლობა, რაც იმაში
გამოიხატა, რომ პროექტის მსვლელობის დროს, კერძოდ ჯგუფური მუშაობისას, იგრძნობოდა
კლასში მეგობრული დამოკიდებულება, მუშაობის პროცესში ყველა აქტიურად იყო ჩართული.
პროექტის აქტივობები გეგმის გათვალისწინებით განხორციელდა. რაც
მთავარია, მსგავსი პროექტის განხორციელებისათვის საჭიროა უფრო ხშირად გამოვიყენო მშობელთა შესაძლებლობები, უფრო
აქტიურად ვითანამშრომლო მათთან, მოსწავლეთა მრავალმხრივი განვითარების,
სკოლისა და ოჯახის ურთიერდაკავშირების მიზნით.
No comments:
Post a Comment