მათემატიკის წრე

მათემატიკის წრის სამუშაო გეგმა

საწრეო მუშაობის კითხვარი












პირველი შეხვედრა

27 სექტემბერს ჩატარდა მათემატიკური წრის პირველი მეცადინეობა. ამ შეხვედრის მიზანი იყო რიცხვების შედარება და თანრიგის მიხედვით დალაგება. მოსწავლეებმა შეასრულეს შესაბამისი სავარჯიშოები. ამ მეცადინეობით მოსწავლეებმა განივითარეს ცოდნა და უნარ ჩვევები.






































































მეორე შეხვედრა

2019 წლის 4 ოქტომბერს ჩატარდა მათემატიკის წრის მეორე მეცადინეობა, რომლის მიზანი იყო მოსწავლეების ცოდნის გამყარება რიცხვის უახლოეს ათეულის, ოცეულის და ასეულის ამოცნობაში, შესაბამისი ჩანაწერების გაკეთებაში.











































მესამე შეხვედრა

2019 წლის 11 ოქტომბერს ჩატარდა მათემატიკის წრის მესამე მეცადინეობა, რომლის ფარგლებშიც მოსწავლეებმა გაიხსენეს და გაიღრმავეს ცოდნა რიცხვების შეკრება-გამოკლებაზე სხვადასხვა ხერხით.




მეოთხე შეხვედრა


2019 წლის 18 ოქტომბერს ჩატარდა რიგით მეოთხე მეცადინეობა თემაზე "რიცხვების გამოკლება სხვადასხვა ხერხით". მოსწავლეები ხალისით ასრულებდნენ სავარჯიშოებს და ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს.


მეხუთე შეხვედრა

2019 წლის 25 ოქტომბერს განხორციელდა რიგით მეხუთე მეცადინეობა თემაზე: "ზეპირი ანგარიში". მოსწავლეებმა ჯერ გაიხსენეს ზეპირი ანგარიშის ხერხები, იმუშავეს დაფასთან და სხარტად პასუხობდნენ.





მეექვსე შეხვედრა


2019 წლის 1 ნოემბრის შეხვედრაზე ვივარჯიშეთ გამოსახულებების მნიშვნელობების შედარებაზე.


მეშვიდე შეხვედრა

2019 წლის 8 ნოემბერს შედგა წრის მორიგი შეხვედრა თემაზე: "ბრტყელი გეომეტრიული ფიგურები", რომლის ფარგლებში მოსწავლეებმა დახაზეს  და გამოჭრეს ფიგურები, შეადარეს ერთმანეთს.  



მერვე  შეხვედრა

2019 წლის 15 ნოემბერის შეხვედრაზე მოსწავლეებმა გაივარჯიშეს და გაიღრმავეს ცოდნა სიგრძის ერთეულებზე, გაზომეს სხვადასხვა საგნები და გამოთვალეს პერიმეტრი და ფართობი.

მეცხრე  შეხვედრა

2019 წლის 22 ნოემბერს შედგა მეცხრე შეხვედრა. მოსწავლეებმა გაიხსენეს და დაასახელეს სივრცული ფიგურები, ასანთებისა და პლასტელინის დახმარებით ააგეს მოდელები,  



მეათე  შეხვედრა 

2019 წლის 29 ნოემბერს განხორციელებუ მათემატიკის წრის შეხვედრაზე მოსწავლეებმა დაასახელეს თითოეულ ფიგურას რამდენი წვერო, წახნაგი და წიბო აქვთ.



მეტერთეტე შეხვედრა






მათემატიკის წრის ჩატარებული მეცადინეობების რეფლექსია

                  ბორჯომის N4 საჯარო სკოლის III კლასში 2019-2020 სასწავლო წლის პირველ სემესტრში შეიქმნა მათემატიკის წრე. წრის შესახებ ინფორმაცია დროულად იყო ხელმისაწვდომი ყველა დაინტერესებული პირისათვის. წრის შექმნის შესახებ ინფორმაცია მშობლებს მივაწოდე სიტყვიერად, აგრეთვე განცხადება გამოვაკარი თვალსაჩინოდ. 
წრეში გაერთიანებული იყო  15 მოსწავლე. საწრეო მუშაობა ტარდებოდა კვირაში ერთხელ, პარასკევს  ხუთი გაკვეთილის შემდეგ.  საწრეო მუშაობაზე განსახილველი საკითხები წინასწარ იყო გაწერილი პროგრამის სახით. საწრეო მუშაობის მიზანია  მოსწავლეთა ცოდნის გაღრმავება ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნების მიხედვით მათემატიკაში, მიღებული  ცოდნის განმტკიცება  და უნარ-ჩვევების  უკეთ ჩამოყალიბება.  მეცადინეობის ამსახველი სურათები განვათავსე შემდეგ ბმულზე;  https://marineferadze.blogspot.com/p/blog-page_22.html  
                 წრის მუშობის დროს მოტივაციის ასამაღლებლად მოსწავლეებს ვახალისებდი. საწრეო მუშაობა ეფექტური გამოდგა.  მუშაობის პროცესში  მოსწავლეებმა  შეძლეს  პროგრამით  გათვალისწინებული საკითხების ათვისება, რომელიც ემსახურებოდა მსჯელობა-დასაბუთების  უნარის უკეთ განვითარებას. მუშაობის პროცესში  გრაფიკი  და პროგრამა  არ შემიცვლია. სასწავლო გარემო იყო მშვიდი, კეთილგანწყობილ ურთიერთობებზე აგებული, რასაც ადასტურებდა მათი მუშაობა ჯგუფებში.
   გამოკითხვის შემდეგ გამოვლინდა, რომ მოსწავლეებს მოსწონდათ საწრეო მუშაობა და კმაყოფილებას გამოხატავდნენ  გასაგები ახსნისათვის და საინტერესო აქტივობებისათვის. 



No comments:

Post a Comment