ქართულის წრე



ქართული ენის წის სამუშაო გეგმა


საწრეო მუშაობის კითხვარი




შეხვედრა პირველი  

2019 წლის 30 სექტემბერს პირველად შეიკრიბნენ ქართული ენის წრის წევრები. მათ გაიცნეს საწრეო მუშაობის მიზნები და ამოცანები, აგრეთვე ის რომ ჩატარდება ყოველი კვირის პარასკევს მეექვე გაკვეთილზე. სემდეგ გაეცნენ სამუშაო პროგრამას და კონკრეტულად ის საკითხები, რომლებიც ექნებათ მუშაობა პირველი სემესტრის განმავლობაში.


შეხვედრა მეორე


2019 წლის 7 ოქტომბერს ჩატარდა ქართული ენის წრის მეორე შეხვედრა, რომლის ფარგლებში განხორციელდა ტესტირება, რომლის მიზანი იყო მოსწავლეთა ცოდნის დიაგნოსტირება.







შეხვედრა მესამე


2019 წლის 21ოქტომბერს ჩატარდა ქართული წრის მორიგი შეხვედრა, რომლის მიზანი იყო ლიტერატურული ტექსტის წაკითხვა/გაანალიზება, ნაწილებად დაყოფა და დასათაურება. ასევე მოსწავლეებმა იმუშავეს ჯგუფებში და შეადგინეს კროსვორდები










შეხვედრა მეოთხე

2019 წლის 21 ოქტომბერს შედგა წრის შეხვედრა, სადაც ჩატარდა ტესტირება, რომელიც ითვალისწინებდა მოსწავლეთა ცოდნის დიაგნოსტირებას.







































შეხვედრა მეხუთე


2019 წლის 28 ოქტომბერის შეხვედრაზე მოსწავლეებმა გაამთლიანეს  დანაწევრებული ტექსტი და გააკეთეს პრეზენტაცია. 







შეხვედრა მეექვსე



2019 წლის 4 ნოემბერი თემა: უცნობი ტექსტის წაკითხვა და დიორამების შექმნა









შეხვედრა მეშვიდე

2019 წლის 11 ნოემბერის  ქართული ენის წრის შეხვედრაზე მოსწავლეემბა ინდივიდუალურად იმუშავეს, თითოეულმა აირჩია ერთ-ერთი თემის სათაური და დაწერეს პატარა მოთხრობა :   1. მე და ჩემი ამხანაგები. 2. ჩემი საკლასო ოთახი. 3.
ერთი მნიშვნელოვანი დღე ჩემს კლასელებთან  ერთად. 





შეხვედრა მერვე

2019 წლის 18 ნოემბერი, ტესტირება 




შეხვედრა მეცხრე 


2019 წლის 25 ნოემბერის შეხვედრაზე განვიხილეთ ქართული ხალხური ზღაპრები და დახატეს სასურველი ეპიზოდები.













შეხვედრა მეათე







 რეფლექსია

ბორჯომის  N4 საჯარო სკოლის მე-3 კლასში 2019-2020 სასწავლო წლის პირველ სემესტრში  შეიქმნა ქართული ენისა და ლიტერატურის  წრე. წრის შესახებ  ინფორმაცია დროულად იყო ხელმისაწვდომი ყველა დაინტერესებული  პირისთვის. წრის შექმნის შესახებ გამოვაქვეყნე  მოცემულ ბლოგზე. https://marineferadze.blogspot.com/p/blog-page_5.html
           საწრეო  მუშაობა ტარდებოდა  კვირში ერთხელ, ორშაბათობით, მე-6 გაკვეთილზე. საწრეო მუშაობაზე  განსახილველი  საკითხები წინასწარ იყო გაწერილი  პროგრამის სახით.
  საწრეო მუშაობის მიზანია მოსწავლეთა  ცოდნის გაღრმავება ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნების მიხედვით  ქართულ ენასა და ლიტერატურაში. 
   ბავშვები მსჯელობდნენ წაკითხული ტექსტის ირგვლივ, გამოთქვამდნენ თავიანთ აზრს, მუშაობდნენ როგორც ინდივიდუალურად, ასევე ჯგუფურად, მთელი კლასი.
ვფიქრობ, წრის მეცადინეობამ ხელი შეუწყო მოსწავლეებში ლექსიკური მარაგის გამდიდრებას, მრავალფეროვანი ტექსტებისა და სხვადასხვა სტრატეგიების გამოყენებით ისწავლეს მსჯელობა, შეძლეს წაკითხული ტექსტის შინაარსის გაგება, გააზრება. კიდევ უფრო განუვითარდათ თანამშრომლობის, ურთიერთშეთანხმებულად მუშაობის უნარები, გაუჩნდათ კითხვის ინტერესი.

ოსწავლეებიც ხალისით რჩებოდნენ წრის მეცადინეობაზე, აქტიურად იყვნენ ჩართულები საწრეო მუშობაში, რამაც გაზარდა მოსწავლეთა ცოდნის დონე.

No comments:

Post a Comment